Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი ჭანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების ფაკულტეტი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1979 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2000 წელს. 1979-1986წწ. იყო ენგურჰესის მაღლივი კაშხლის სამშენებლო სამმართველოს მიწისქვეშა სამუშაოების ოსტატი; 1986-1991წწ. საქმეთა მწარმოებელი; 1991-1992წწ. ენგურჰესის კასკადის დირექციის თაღოვანი კაშხლის უფროსი; 1992-1993წწ. ენგურჰესის კასკადის სათავე კვანძის საამქროს უფროსის მოადგილე; 1994-2000წწ. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ექსპლუატაციის დირექციის დირექტორი; 2007 წლიდან შპს "ენგურჰესის" დეპარტამენტის თაღოვანი კაშხლის თავმჯდომარე. 2006 წელს მონაწილეობდა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად. კერძოდ, მისაყრდნობი ფარის დამზადების პროექტის შესრულებაში. დაჯილდოებულია მედლით "ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილეობისათვის". წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.411 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |