Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედორე კოცებუ![]()
Biographyდაამთავრა ცარსკოე-სელოს ლიცეუმი 1826 წელს. 1827 წლიდან მსახურობდა კავკასიასა და საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის კანცელარიაში. 1842 წელს დაინიშნა ყუბის მაზრის უფროსად. სავარაუდოდ იგი უნდა იყოს "ლუთერანი პოლკოვნიკი კოცებუ", რომელიც 1840-იან წლებში ახალციხეში ჩავიდა კათოლიკე პატრების წინამძღვარ დამიანე ვიარიჯენილისა და მღვდელ დავით-პავლე შაჰყულიანს (1769-1854) შორის წარმოქმნილი კონფლიქტის გამოსაძიებლად. თედორე კოცებუს ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე და შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა. 1844 წლის შემოსავალ-გასავლის წიგნში კი მისი სახელი არ ჩანს. პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. გერმანული წარმოშობის რუსი სახელმწიფო მოღვაწე. გენარალ-ლეიტენანტი, ინფანტერიის გენერალი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.39; თბილისის მუზეუმების გაერთიანება: it-it.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |