შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიაპოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა შორის იყო ივანე (იან) ქავთარაძე. პოლონეთში 1920-იანი წლების დასაწყისიდან ცხოვრობდა. საქართველოს ისტორიის ლექციებს კითხულობდა ვარშავის აღმოსავლეთის ინსტიტუტში. 1924 წლის დეკემბერში შეიქმნა აღმოსავლეთის ინსტიტუტი, პოლონური აღმოსავლეთმცოდნეობის ტრადიციების განახლების მიზნით. ოციანი წლების მეორე ნახევარში ინსტიტუტთან დაარსდა აღმოსავლეთის შესწავლის სკოლა, რომელიც 1930 წელს განათლებისა და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა დამტკიცებული. მოგვიანებით შეიქმნა საქართველოს განყოფილება, სადაც ლექტორებად მიიწვიეს ივანე ქავთარაძე და გიორგი ნაკაშიძე. 1929 წელს აღმოსავლეთის ინსტიტუტმა გამოსცა იან (ივანე) ქავთარაძის წიგნი "გრუზია" პოლონურ ენაზე. წიგნი გამდიდრებულია ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთა პორტრეტებითა და სქართველოს რუკით. ივანე ქავთარაძე მეუღლესთან ერთად დახვრიტეს 1944 წლის 2 აგვისტოს, ვარშავის აჯანყების დროს. წყარო: რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : ფოტოალბომი / დავით ყოლბაია.-ვარშავა,2019.-გვ.228
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |