შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გვახარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 15 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის გუბერნიის რევოლუციურ მოძრაობაში. 1921 წელს გადავიდა თბილისში და მუშაობდა რაიკომში ბიძის, სერგო ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. 1922 წელს გადავიდა მოსკოვში და სწავლობდა საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტში. 1925 წელს გაგზავნეს ლონდონში სსრკ სავაჭრო მისიაში სამუშაოდ. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში ელექტროსადგურების მშენებლობის განყოფილების უფროსად, შემდეგ კი სახალხო კომისარიატის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად. მუშაობდა დონბასში, აკონტროლებდა უდიდესი მნიშვნელობის სამშენებლო პროექტებს: ააშენა ლუგანსკის ლოკომოტივების სამშენებლო ქარხანა, დონეცკის მეტალურგიული ქარხანა, ზუჰრესის ექსპერიმენტული თბოელექტროცენტრალი, შტერივკის სახელმწიფო ელექტროსადგური და მაკიივკის მეტალურგიული ქარხანა. 1933 წელს დაინიშნა მაკიივკის მ. კიროვის სახელობის მეტალურგიული ქარხნის დირექტორად. პირველი იყო ქვეყნის მეტალურგიულ ინდუსტრიაში, რომელმაც უარი თქვა სახელმწიფო სუბსიდიებზე, გადაიყვანა ქარხანა სრულ თვითდაფინანსებაზე. 1937 წელს, ს. ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან მალევე, ტროცკისტული საქმიანობის ბრალდებით სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააკავა და დახვრიტა. რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე, მაკიივკის მეტალურგიული ქარხნის ქართველი დირექტორი. წყარო: ძველი დონბასი: vk.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |