The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე ორლოვსკი

კონსტანტინე ორლოვსკი
დაბადების თარიღი:1810
გარდაცვ. თარიღი:1876  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

სხვადასხვა წლებში მსახურობდა კავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, ერევნის მაზრის მოსამართლედ, ერევნის გუბერნატორის მრჩევლად. 1860 წელს დანიშნეს თბილისის სამოქალაქო გუბერნატორად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა. გარდაიცვალა 1876 წელს თბილისში. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "დროება" იუწყებოდა: "ამისთანა ჭკვიანი ადმინისტრატორის დაკარგვა ჩვენის ქვეყნისათვის უეჭველს დანაკლისს შეადგენს" ("დროება" 1876). კონსტანტინე ორლოვსკის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა არაერთ ქართველ მოღვაწესთან (დიმიტრი ყიფიანი, ელიზბარ ერისთავი და სხვ.). დიმიტრი ყიფიანის ვაჟი, ნიკოლოზ ყიფიანი, იხსენებდა: "მახსოვს, გუბერნატორი ორლოვსკი, რაკი რამე ძნელი საგანი შეხვდებოდა თავის გუბერნატორობაში, მოადგებოდა ხოლმე მამაჩემს. თვითონ ძალიან ჭკუიანი და ძალიან გამჭრიახი, ყოვლისფერში გამოცდილი იყო ორლოვსკი (რუსულად რომ იტყვიან – Человек тонкого ума), მაგრამ მაინც უყვარდა თავისი აზრები, თავის საწადელები და პროექტები გაეზიარებია დიმიტრი ყიფიანისათვის". კონსტანტინე ორლოვსკის ხელი აქვს მოწერილი "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის" დამფუძნებელ წევრობაზე, შეტანილი აქვს 1843 წლის საწევრო თანხა, 1844 წლის სიაში კი მისი სახელი არ ჩანს. 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. საბიბლიოთეკო ამხანაგობის საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის და წიგნების შეგროვება, მათ ინიციატივას შეუერთდნენ კერძო შემომწირველებიც, "საბიბლიოთეკო ამხანაგობამ" დიმიტრი ყიფიანის ბინაზე 1848 წლამდე იარსება, იგი თბილისის მნიშვნელოვან კულტურულ და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. პოლონური წარმოშობის რუსი სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი და თვალსაჩინო ფიგურა კავკასიის ადმინისტრაციაში. 

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.48-49

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, წევრი

გააზიარე: