The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ედიშერ ცხადაძე

ედიშერ ცხადაძე
Date of birth:14 May, 1958  (66 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1980 წელს.

წლებია უცხოეთში ცხოვრობს. თავდაპირველად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის პარალელურად სსრკ-ის უდიდეს სამეცნიერო ცენტრებში, სერპუხოვოსა და დუბნაში მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დუბნის ბირთვული კვლევის ინსტიტუტში მონაწილე რესპუბლიკებმა უკვე მონაწილე ქვეყნების სტატუსი მიიღეს და ედიშერ ცხადაძე ამ საერთაშორისო ინსტიტუტში საქართველოდან მივლინებული სამეცნიერო ჯგუფის წევრი აღმოჩნდა; 1995 წლიდან, სწორედ დუბნის ინსტიტუტის ხელშეწყობით, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი გახდა შვეიცარიაში დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილი სამეცნიერო კოლაბორაციის, "ატლას" - ექსპერიმენტის წევრი (ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრი – ცერნი, ჟენევა ). ფიზიკის ინსტიტუტისა და თსუ-ს ჯგუფები მონაწილეობდნენ, როგორც ექსპერიმენტული დანადგარების შექმნაში, ასევე, შესასწავლი ფიზიკური პროცესების მოდელირებაში. "ატლას" ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისა და შედეგების ბაზაზეა დაწერილი ედიშერ ცხადაძის სადოქტორო დისერტაცია. 2001 წელს ქართველ მეცნიერთა ჯგუფს დუბნის ბირთვული კვლევის ინსტიტუტის პრემია მიენიჭა. დუბნა-საქართველოს სამეცნიერო ჯგუფი "ატლას" ექსპერიმენტისათვის დეტექტორების შექმნაზე მჭიდროდ თანამშრომლობდა იტალიელ კოლეგებთან, კერძოდ, იტალიაში არსებულ ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტთან (INFN - Istituto Nazionale di Fisica Nucleare). 7 წლის მანძილზე ედიშერ ცხადაძე მუდმივად ცხოვრობდა იტალიაში და მუშაობდა რომიდან 20 კილომეტრში მდებარე ქალაქ ფრასკატის ლაბორატორიაში. მან ისე კარგად შეისწავლა რომის ისტორიულ-კულტურული ადგილები, რომ დაგროვილი ინფორმაციის სხვებთან გაზიარების სურვილი გაუჩნდა და საქართველოდან იტალიაში ჩასული ტურისტებისთვის საინტერესო ტურისტული მეგზურები (ელექტრონული ვერსიები) გამოსცა. გაყიდვაში მისი რამდენიმე ინტერნეტ-წიგნია. ეს წიგნები მხოლოდ გზამკვლევები არაა. 20 წელი რომის იტალიის ბირთვული კვლევის ნაციონალურ ინსტიტუტთან (INFN) თანამშრომლობდა. ამ დროის მანძილზე იგი იტალიელ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობდა. საქართველოში დაბრუნდა და ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიმიუონებთან ასოცირებულ ნაწილაკთა დაბადება რეაქციაში (ექსპერიმენტი რისკი)", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - : "დრეიფული კამერების სისტემების შემუშავება და შექმნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტებისათვის", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: სამეცნიერო პორტალი "დოქტრინა": doctrina.geახალი ამბების სააგენტო Sputnik-ი: sputnik-georgia.comsputnik-georgia.com

Awards and Honors

  • 2010 - საქართველოს ეროვნული პრემია
    ნაშრომთა ციკლისთვის "დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ATLAS -ში ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და დანადგარის მაკონტროლირებელი სისტემის შექმნა"

Share: