Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურთაზ დევაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ურეხი, ხელვაჩაურის რაიონი, აჭარის ასსრ. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1990 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი შორეული ნაოსნობის შტურმანის - ინჟინერ - ნავიგატორის სპეციალობით 2005 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, 1990 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ დაიწყო; მომდევნო წლებში ქართულ-ინგლისური ერთობლივი კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ისა და «ABC MARITIME»-ს მართვის ქვეშ მყოფი გემების კაპიტნის მესამე, მეორე და უფროსი თანაშემწის პოზიციებზე მყოფმა გაიარა საზღვაო შტურმანობის ყველა საფეხური და საბოლოოდ იგი თავად დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად; 2006-2009წწ. «EASTWIND SHIPMANAGEMENT»-ის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; 2009-2015წწ. წლებში მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი და თვალსაჩინო გერმანული სანაოსნო კომპანია - «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის გემების კაპიტანია; 2014 წლიდან ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ლოცმანის პოზიციაზე მყოფი იგი ასევე ეწევა პროფესიული საქმიანობას სალოცმანო კომპანია «BLACK SEA PILOT SERVICE LTD»-ში; იმავდროულად ნაპირზე ყოფნისას იწყებს პედაგოგიურ საქმიანობას: იყო ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი (2010-2014), აკადემიის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის უფროსი (2017-2020), საზღვაო აკადემიის ფოთში ახლად დაარსებული ფილიალის საზღვაო - სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი (2020-2021), 2021 წლიდან კი სასწავლო მიმართულებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე და რექტორის მოვალეობის შემსრულებლი; 2022 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით მურთაზ დევაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორად დაინიშნა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |