The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ ბრეგაძე

გურამ ბრეგაძე
Date of birth:21 May, 1979  (45 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შალვა გაწერელიას სახელოსნო) 1995 წელს; დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო) 2004 წელს.

მისი სპექტაკლები ძირითადად ეყრდნობა "ახალი დრამის" ესთეტიკას და ამ მიმართულების დრამატურგების (მაგალითად, მარიუს ფონ მეიენბურგი გერმანიაში) ნაწარმოებებს, რაც განაპირობებს ახალი თეატრალური ენის ძიებას ამ რეჟისორის შემოქმედებაში. დადგმული სპექტაკლები: თეატრალური ინსტიტუტის სადიპლომო სპექტაკლი - კარლოს გოროსტისას "სუპერ მელოდია" (2004); აკაკი ხორავას სახლობის მსახიობის სახლი; თეატრალური სარდაფი - მარიუს ფონ მაიენბურგი "ცივი ბავშვი" (2005); შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი - მაქს ფრიშის "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები" რეჟისორები: რობერტ სტურუა, გურამ ბრეგაძე (2009); ლაშა თაბუკაშვილის "სადღაც ცისარტყელის მიღმა", რეჟ. რობერტ სტურუასთან ერთად (2016); რეჯინალდ როუზის "12 განრისხებული მამაკაცი", სასჯელაღსრულების სამინისტროს პროექტი, ჩვენება გაიმართა რუსთაველის თეატრში (2017); რუსთავის დრამატული თეატრი - გურამ ბრეგაძე "ფეფელა მესამის თავგადასავალი" (2017); გურამ ბრეგაძე "როგორ მოიპარა ბოროტმა ჯადოქარმა ბედნიერება" (2017); ვაკის თეატრალური სარდაფი - მიხო მოსულიშვილის "საშობაო ბატი კომშით" (2009); ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა პრინცი" (2010); უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტა" (2011); ილიაუნის თეატრი - უილიამ შექსპირის "როგორც გენებოთ" (2012); მოსკოვის თეატრი Et Cetera - ოსკარ უაილდი – "ვარსკვლავბიჭუნა", სცენური რედაქციის ავტორი და დადგმის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა  (2012); მოზარდ მაყურებელთა თეატრი - ლარისა ტიტოვა, ალექსანდრე სრაროტორჟსკი – "სამეფო ძროხა" (რუსული დასი, 2014); ფრიდრიხ შილერი, კარლო გოცი - "პრინცესა ტურანდოტი" (2017); მარჯანიშვილის თეატრი - გრიგორი გორინი - "მონტეგები და კაპულეტები" (2016). ფილმოგრაფია: ფილმები - 2000: "ნუცას სკოლა" (მაროდიორი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი; ნათამაშები როლები: აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი - შალვა დადიანის "გუშინდელნი" (მაზრის უფროსი, რეჟ. შალვა გაწერელია, 2000); თეატრალური სარდაფი რუსთაველზე - პატრიკ ზიუსკინდის "კაფე "როსინი" (იაკობ ვინდიში, რეჟ. ლევან წულაძე, 2002); ბერტოლდ ბრეხტის "ბიურგერული ქორწილი" (ბაბუა ოტო, რეჟ. ლევან წულაძე, 2003). 2005 წელს, ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად დასახელდა (დსთ–ს ქვეყნებში) სპექტაკლისათვის "სუპერ მელოდია", 2014 წელს კომედიის თეატრალური ფესტივალზე, სპექტაკლისთვის "სამეფო ძროხა", დასახელდა საუკეთესო რეჟისორად.

წყარო: მოსკოვის თეატრი: "Et Cetera": et-cetera.ru; ჟურნალი "რეიტინგი": reitingi.ambebi.ge


Share: