The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ზანისი

კონსტანტინე ზანისი
Date of birth:1864
Date of death:1947  (at 83 years)
Category:Photographer

Biography

ბავშობა კონსტანტინე ზანისმა ალექსანდროპოლში (გუმრი, სომხეთი) გაატარა. 1878 წელს ოჯახი გადმოსახლდა თბილისში და მან იმავე წელს თბილისის რეალურ სასწავლებელში ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს ხარატად მუშაობდა, მალე მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში. 1890-იან წლებში კონსტანტინე ზანისი მიიწვიეს ფოტოგრაფად მეაბრეშუმეობის სადგურში. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილი იყო კონსტანტინე ზანისის მიერ გადაღებული ქალაქის ქუჩების და ცალკეული სახლების ხედები და ჟანრული სცენები, იგი ამ გამოფენაზე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს საიუბილეო კავკასიის გამოფენაზე კი მას მიაკუთვნეს მცირე ოქროს მედალი (დიდი მედალი ერგო ცნობილ ფოტოგრაფს ედუარდ კლარს). მედალზე ამოკვეთილია "შრომისა და ცოდნისათვის". 1908 წელს იგი დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების ფოტოგრაფიის ხელმძღვანელად. კონსტანტინე ზანისს პირადი მეგობრობა აკავშირებდა ფოტოგრაფებთან: ედ. კლართან, ს. მიჩნიკთან, ბ. მიშჩენკოსთან, ნ. სკლიფასოვსკისთან და ნატიფი ხელოვნების საზოგადოების მოღვაწეებთან, რომლის მუშაობაშიც იგი  აქტიურად მონაწილეობდა. საბჭოთა პერიოდში აგრძელებდა მუშაობას სამხედრო-ტოპოგრაფიულ დაწესებულებაში. იგი მონაწილეობდა ფოტოგრაფიული შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, ფოტოგამოფენებში, ასწავლიდა ფოტოგრაფების ახალ თაობას.

წყარო: ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი: photomuseum.org.ge

Awards and Honors

  • 1936 - შრომის გმირი

Share: