Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ნაზოროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: კოსტრომის გუბერნია, რუსეთი. დაამთავრა სმოლენსკის კადეტთა კორპუსი 1823 წელს. მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში: 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომსა და 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში. 1842 წელს იგი ამიერკავკასიის მთავარსამმართველოს საბჭოს წევრი იყო და განაგებდა კავკასიისა და ამიერკავკასიის საფოსტო ნაწილს, 1850 წელს კი ერევნის გუბერნატორის პოსტი ეკავა. ი. ნაზოროვი ქოლერამ იმსხვერპლა პეტერბურგში. ამის თაობაზე 1859 წლის 15 მარტს ალექსანდრე ონიკაშვილი პეტერბურგიდან თბილისში დიმიტრი ყიფიანს წერდა: "გარდაიცვალა 11 ამ თვეს... დავასაფლავეთ ვოლკოვის სასაფლაოში" ივანე ნაზოროვი და დიმიტრი ყიფიანი ოჯახური გარემოებითაც იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი – 1845 წლის 22 იანვარს ერთ დღესა და ერთსა და იმავე ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი დებზე: დიმიტრი ყიფიანმა ნინო ჭილაშვილზე, ხოლო ივანე ნაზოროვმა – ელისაბედზე ივანე ნაზოროვს "ტფილისის კერძო ბიბლიოთეკაში" შეტანილი აქვს 1844 წლის საწევრო თანხა. "პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა ტფილისში" 1840 წელს თბილისში დიმიტრი ყიფიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა. ეს იყო პირველი საბიბლიოთეკო ამხანაგობა, რომელიც ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა. დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ზაქარია ერისთავი, ზაქარია ფალავანდიშვილი, ვახტანგ ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი, ზაქარია ორბელიანი, კონსტანტინე დადიანი, ალექსანდრე ონიკაშვილი, ლევან მელიქიშვილი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი, თევდორე კოცებუ, ზნაჩკო იავორსკი, ნიკოლოზ ბეზაკი, კონსტანტინე ორლოვსკი, მიხეილ თუმანიშვილი, დიმიტრი ჯორჯაძე, დავით არზანოვი, სერგეი ვასილკოვსკი, დავით ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და ივანე ორბელიანი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.59 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |