The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ვაშაკიძე

გივი ვაშაკიძე
Date of birth:7 August, 1937
Date of death:2017  (at 79 years)
Category:Painter

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

XX საუკუნის ქართველ მხატვართა ე. წ. 60-იანელთა თაობის წარმომადგენელი. აკადემიის დამთავრებისთანავე მონაწილეობდა ადგილობრივსა და საზღვარგარეთ მოწყობილ პერსონალურსა თუ ჯგუფურ გამოფენებში (მოსკოვი, მიუნხენი, ბერლინი, ტიროლი, ბაქო, რიგა). გამორჩეული ინდივიდუალური ხელწერის გამო მისი შემოქმედება მუდამ იქცევდა დამთვალიერებლის ყურადღებას, იმსახურებდა ადგილობრივი თუ უცხოური პრესის მაღალ შეფასებას. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს დაზგური ფერწერისა და გრაფიკის ნაწარმოებებს; ასევე ფანქრით, ტუშით, კალმით, აკვარელითა და გუაშით შესრულებულ მრავალრიცხოვან ჩანახატებსა და ესკიზებს; მისი კომპოზიციები, პორტრეტები, ნატურმორტები, ცხოველთა გამოსახულებები თუ პეიზაჟები, სრულიად გამორჩეული სიმბოლური, ეზოთერული აზროვნებით, მძაფრი და ეფექტური ფერადოვნებით მომნუსხავ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე; თბილისში მიმდინარე ძმათამკვლელი ომის დროს მხატვარმა დატოვა დედაქალაქი, საცხოვრებლად დიდ ჯიხაისში გადავიდა და გააგრძელა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა; შეუდგა "ვეფხისტყაოსნის" ახალი ილუსტრაციების ხატვას და გარდაცვალებამდე "ვეფხისტყაოსნის" 122 ილუსტრაცია შექმნა; გამომცემლობა "პალიტრა-L"-მა 2021 წელს გამოსცა გივი ვაშაკიძის მიერ ილუსტრირებული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი"; მნახველზე საოცარი ძალით მოქმედებს მხატვრის უსაზღვრო და უჩვეულო ფანტაზია, რითაც ეს ილუსტრაციები სრულიად განსხვავდება მანამდე შექმნილი ყველა სხვა მხატვრის ილუსტრაციებისგან, რადგან წარმოაჩენს პოემის არსის გაგების მრავალმხრივობას, იმავდროულად, იძლევა ყველადროში ამ პოემის თანადროულად აღქმის საშუალებას. 

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ.244-245; სოლომონ არტ გალერეა: solomonartsgallery.com

Bibliography


Share: