The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ადილარ შუკვანი

Date of birth:1913
Date of death:1985  (at 72 years)
Category:Public official, Lawyer, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობა დაიწყო საქართველოს ალკკ მესტიის რაიკომის სააღრიცხვო სექტორის გამგისა და საქმეთა მმართველის თანამდებობაზე; 1940 წელს მუშაობა განაგრძო მესტიის რაიონის განათლების განყოფილების სალექციო საექსკურსიო ბიუროს გამგედ. სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენჯერის არასრული საშუალო სკოლისა და კულტურის სახლის დირექტორად; განათლების განყოფილების სკოლამდელი აღზრდის ინსპექტორად; ლენჯერის სოფლის ახალგაზრდობის საღამო სკოლის მასწავლებლად. 1937 წელს მონაწილეობდა ქ. მოსკოვში გამართულ ქართული ხელოვნების დეკადაში. განუზომლად დიდია მისი დამსახურება სვანურ სამუსიკო ხელოვნებაში, მის მიერ აღდგენილი იქნა არაერთი სვანური სიმღერა და ცეკვა. სვანური სიმღერებისა და ცეკვის უბადლო შემსერულებელი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.408


Share: