შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ დეისაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქუთაისის გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1959 წელს; თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1967 წელს. მონაწილეობდა საქართველოსა და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. 1986 წელს დაასახელეს წლის საუკეთესო გრაფიკოსად; გაიმარჯვა წიგნის მხატვრული გაფორმებისათვის გამოცხადებულ საერთაშორისო (გაეროსა და აშშ-ის) კონკურსებში. მის მიერ შესრულებული პორტრეტები, ნატურმორტები თუ სიუჟეტური კომპოზიციები ლოკალურად დაფენილი ცინცხალი, ნათელი ფერებით, სიცოცხლით სავსე ოპტიმისტური განწყობით მუხტავს მაყურებელს. განსაკუთრებული სითბოთია განმსჭვალული საბავშვო ჟურნალ "დილისთვის", ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებისა, თუ ათეულობით საბავშვო ნაწარმოებისთვის მის მიერ შექმნილი ილუსტრაციები. მისი ნამუშევრები ინახება: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; დიმიტრი შევარდნაძის სახელობის თბილისის ეროვნულ გალერეაში, საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში. მრავალმხრივი შემოქმედია - მუშაობს ფერწერისა და დაზგური გრაფიკის დარგებში; წიგნებისთვის ქმნის ილუსტრაციებს; თანამშრომლობს საბავშვო ჟურნალ "დილასთან"; დაკავებული იყო სატელევიზიო მხატვრობით, ლითონმქანდაკებლობითა და დიზაინით. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.-გვ. 240-241; ონლაინ სამხატვრო გალერეა: gemarket.art ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |