შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა გიორგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1988 წელს. 1996 წლიდან მოღვაწეობის გარკვეული ნაწილი ჟურნალისტიკამ დაიკავა; 1996-2005წწ. ჟუნრალისტად მუშაობდა გაზეთებში: "ალია", "კვირის პალიტრა", "ჯორჯიან თაიმსი", "ახალი ერა", ჟურნალი "გზა"; 2000-2021წწ. ჟურნალ "44-ე პარალელის" მთავარი რედაქტორია; 2012-2015წწ. ჟურნალ "სამრეკლოს" გამომცემელი და მთავარი რედაქტორია; პარალელურად ეწევა მხატვრობას. გიორგაძის ბიძის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, სპარტაკ ცინცაძის სახელოსნოში გატარებულმა ბევრმა წელმა უკვალოდ არ ჩაიარა და 2010 წლიდან ინტენსიურად შეუდგა მხატვრობას; თვითნასწავლი, ნიჭიერი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (თბილისი, მოსკოვი, ესპანეთი, გერმანია). 2011 წელს გაიმართა მხატვრის პერსონალური გამოფენა გალერეა "ვეტრო ვარიოში". მოქმედი მხატვარი და ლიტერატურული ტექსტების მწერალი. წყარო: ონლაინ სამხატვრო გალერეა: gemarket.art
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |