The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოშრევან მერკვილაძე

ნოშრევან მერკვილაძე
სხვა სახელი:ნოშრევანიძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1861
გარდაცვ. თარიღი:22 მაისი, 1921  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

მარქსიზმით გატაცებული ხელოსანი, თერძი (კერავდა ქართულ ჩოხებს) და პოეტი, რომელსაც პრესაში ("ივერია", "კვალი","ნიშადური"და სხვ.; ფსევდონიმით "ნოშრევანიძე") გამოქვეყნებული აქვს ლექსები, მათ შორის, აკაკი წერეთლის 1908 წლის იუბილესთან დაკავშირებითაც. გიორგი წერეთლის დაკრძალვაზე წარმოთქმულ ლექსში ნოშრევან მერკვილაძემ ილია ჭავჭავაძეს ხალხის ინტერესების უგულებელყოფა დასწამა, თუმცა კრიტიკის ობიექტი პირდაპირ არ დაუსახელებია. სოსიკო მერკვილაძის ძმა.

წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.364; flickr.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილება, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1908-1916)

გააზიარე: