შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ წერეთელი![]()
ბიოგრაფიაშეძლებული თავადი, რომელიც დამბლისგან 35 წელი პარალიზებული იყო. სიკვდილის წინ გრიგოლ (გიგო) წერეთელმა "სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებისათვის დატოვა ათასი მანეთი. აქედან ოცი თუმანი ზეპირ-სიტყვაობის ფონდს ერგო და დანარჩენი რვაასი მანეთი ასე განაწილდა: ორასი მანეთი–საჩხერის ბიბლიოტეკას, ორასი – ქალების მომავალ შკოლას ტფილისში, ორასი – "წერა-კითხვის" საზოგადოებას და ორასიც – მოსკოველ ღარიბ სტუდენტებს" ("კვალი", 1895). მის პომპეზურ დაკრძალვაზე აკაკიმ წარმოთქვა პათეტიკური სიტყვა, რომელიც ასე დაამთავრა: "გამოსათხოვარი თაყვანი ვსცეთ მაგის გაცივებულს გვამს და სული შევავედროთ ზეცას და ზედ ხორციელი სურვილიც დავამატოთ, რომ მაგისი გაკვალული, ძველიდან ახლამდი მიმავალი გზა არ დავიწყებულიყოს, არ გადავარდნილიყოს და სამაგალითოთ დარჩენოდეს ბევრს". ქველმოქმედი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.370
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |