შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ყარამან ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გეზრული, შორაპნის მაზრა. დაამთავრა სოფელ საქარის სამრევლო სკოლა; ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1871 წელს. პედაგოგიური მოღვაწეობა მე-19 საუკუნის 70-ან წლებში დაიწყო; მუშაობდა სახალხო სკოლების დაარსების გარიჟრაზე, ამაშუკეთის, ჩიხის, ღილიკაურისა და კულაშის სასწავლებლებში; 1874 წელს პედაგოგიური მოღვაწეობა შორაპნის მაზრის სოფელ ამაშუკეთში დაიწყო; 1880 წელს გადაყვანილ იქნა საჩხერეში ჩიხის საზოგადოების მიერ ახლად დაარსებულ ერთკლასიან საერო სასწავლებელში, სადაც 28 წლის განმავლობაში მარტოდ-მარტო ეწეოდა ხალხის მეგზურის მძიმე უღელს; მოხდა ისე, რომ სკოლის ახლოს კერძო სავაჭროები გახსნეს და ახალგაზრდები ამორალური ქცევის მოწმენი შეიქნენ; სკოლის დირექტორმა სასწრაფოდ მოითხოვა ზემდგომი ორგანოებისგან სავაჭროების დახურვა. მიზანს მიაღწია, მაგრამ განაწყენებულმა ვაჭრებმა 1894 წელს სკოლა დაწვეს; სკოლის დაწვის შემდეგ, ყ. ჩხეიძეს, ქუთაისის ვიცე-გუბერნატორისგან - ბ. ბრიუგენისგან არაერთხელ ჰქონდა შეთავაზება ქუთაისის ადმინისტრაციში სამუშაოდ გადასასვლელად, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა; ჩიხის საზოგადოებამ ახალი სკოლა ააგო და ყ. ჩხეიძემაც განაგრძო სასწავლებელში მუშაობა; ზრუნავდა რა სკოლის მატერიალური ბაზის გამდიდრებისა და ახალგაზრდების შრომითი აღზრდისთვის, სასწავლებელთან მოაწყო საფუტკრე, ბაღჩა, ალვის ხეების ხეივანი, ერთი ოთახი დაუთმო აბრეშუმის ჭიას, რომ მოსწავლეები პრაქტიკულად დაეხელოვნებინა მოვლა-მოყვანაში; მან საჩხერეში მოაწყო სააბრეშუმე, ხოლო კვერეთში მეფუტკრეობის ფერმა, სადაც სადემონსტრაციო ხასიათის 60 სკა ჰქონდა; მშრომელ ხალხს რაციონალურად შეასწავლა მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა და აღძრა მათში ინტერესი მეურნეობის ამ შემოსავლიანი და სასარგებლო დარგების განვითარებისთვის; 1986 წელს არჩეულ იქნა რუსული მეფუტკრეობის საზოგადოების წევრად; მისი სკოლა მონაწილეობას ღებულობდა საქართველოში გამართულ ყველა სამეურნეო გამოფენაში აბრეშუმისა და ფუტკრის ნაწარმით და ყოველთვის იღებდა ჯილდოდ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლებს; ყ. ჩხეიძის საზოგადოებრივი საქმიანობა არ მოსწონდათ, ჰყავდა მტრები, რომლებმაც მთლიანად გაუნადგურეს მეურნეობა; მისი უშუალო თაოსნობით საჩხერეში დაარსდა პირველი სახალხო სამკითხველო, გახსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზია, მასვე ეკუთვნის იმ დროს პერიოდული პრესის ფართო პოპულარიზაციაც; 1880-იანი წლებიდან დაიწყო თანამშრომლობა ქართულ პერიოდულ პრესაში; გაზეთი "კვალი", "დროება", ჟურნალი "განათლება" და სხვანი სისტემატურად ბეჭდავდნენ მის კორესპონდენციებს სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით ხშირად იბეჭდებოდა ნათარგმნი თუ ორიგინალური სტატიები მეფუტკრეობა-მეაბრეშუმეობის შესახებ; 1909 წელს გადაყვანილ იქნა კულაშის ნორმალურ სასწავლებელში მეორე მასწავლებლად; 1917 წელს ავადმყოფობის გამო შეწყვიტა პედაგოგიური საქმიანობა და შემდგომში პენსიონერი იმყოფებოდა მშობლიურ სოფელ გეზრულში; აქტიურად მონაწილეობდა წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში; მისივე თაოსნობით გაიხსნა სოფელ გეზრულში დაწყებითი სკოლა; 1915 წელს აღინიშნა მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 40 წლისთავი და მიენიჭა სახალხო მასწავლებლის საპატიო წოდება. წყარო: სახალხო მასწავლებელი : ყ. ჩხეიძის ხსოვნისათვის / თ. იაკობაშვილი, მ. ბიჭაშვილი // ახალი ცხოვრება. - საჩხერე, 1966. - 25 იანვარი.-გვ.4; ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.370 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |