The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე

ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე
ოფიციალური სახელი:ვანდა ჰოპპე
სხვა სახელი:ვანდა ჰოპე
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1945  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ნიუ-ჯერსი, აშშ.

ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორი, 1918-1921 წლებში ინგლისური და ფრანგული ენის პედაგოგი იყო. იგი ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია უნივერსიტეტში ინგლისურის მასწავლებლად. ნიუ-ჯერსიში დაბადებული პედაგოგი რამდენიმე წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, უმაღლესი სასწავლებლის დაარსებამდე კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მასწავლებლად მოღვაწეობდა. თავდაპირველად, 1897 წელს, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე იმერეთში, სოფელ შორაპანში დასახლდა. მისი მეუღლე ვახტანგ ღამბაშიძე სოფლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა, თავად კი ადგილობრივ ბავშვებს ეხმარებოდა უცხო ენის შესწავლაში. მოგვიანებით ის თბილისის ქალთა სასწავლებლების ხშირი სტუმარი და დამხმარეც გახლდათ. აღსანიშნავია, რომ, თანამედროვე ქართველი მასწავლებლების მსგავსად, ამერიკელი მხოლოდ ერთ დარგში მოღვაწეობას არ სჯერდებოდა და თვითრეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდა. კერძოდ, ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე საქართველოს პირველ რესპუბლიკაში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1918-1920 წლებში იგი თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იდგა და ჰუმანიტარულ მისიას შესანიშნავად ართმევდა თავს. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე  უკვე სტამბოლში ხელმძღვანელობდა საქართველოდან დევნილთა დაბინავებისა და მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის გამოძებნის საქმეს. საფრანგეთში ემიგრირების შემდეგ მუშაობდა თბილისის ქალთა საზოგადოების (იგივე ქართველ ქალთა საზოგადოება) ხაზინადარად პარიზში. ვახტანგ ღამბაშიძის მეუღლე, მედეა, გივი და ჟორჟეტა ღამბაშიძეების დედა.

წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-გვ.29; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: m.facebook.com; ინტერნეტგაზეთი: mastsavlebeli.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს "წითელი ჯვრის საზოგადოების" კონსტანტინოპოლის განყოფილება, ვიცე-პრეზიდენტი

გააზიარე: