Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჟორჟეტა ღამბაშიძე![]()
Biographyსაქართველოდან ემიგრირების შემდეგ სტამბოლის მახლობლად ქალთა ამერიკულ კოლეჯში სწავლობდა. კოლეჯის დასრულებისთანავე შეუერთდა საფრანგეთში ემიგრირებულ ოჯახს. 1927 წელს იქორწინა გიორგი ნიკოლაძეზე და 1928-1931 წლებში კვლავ საქართველოში ცხოვრობდა. გიორგი ნიკოლაძის გარდაცვალების შემდეგ დატოვა ქვეყანა. 1937 წელს ხელმეორედ იქორწინა შოტლანდიელ პოლკოვნიკ რობერტ ნილ სტიუარტზე და კინლოხმოიდარტში (შოტლანდია), სტიუარტების საგვარეულო მამულში, გადავიდა საცხოვრებლად. მათი სახლის ეზოშია დასაფლავებული ექიმი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ღამბაშიძე. ვახტანგ და ვანდა ჰოპპე (ჰოპე) ღამბაშიძეების შვილი, მედეა და გივი ღამბაშიძეების და. წყარო: ჩემი თავგადასავალი / ვახტანგ ღამბაშიძე.-თბ.,2018.-გვ.29
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |