Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ნიკოლაძე![]()
Biographyშოთა ნიკოლაძე მესამე კურსზე იყო იუნკერთა სკოლაში, როდესაც ომი დაიწყო. ტაბახმელასა და კოჯორთან ხიშტით იბრძოდა, გადარჩა და თავის ხუთ მეგობართან ერთად გენერალ გიორგი კვინიტაძეს გაჰყვა. 1921 წლის მარტში საქართველოს მთავრობა ერთი გემით წავიდა ბათუმიდან სტამბოლისკენ, მეორე გემით კი - იუნკრები და გენერალი კვინიტაძე. სტამბოლიდან საბერძნეთში გადავიდნენ. იქ ორ წელიწადს დარჩნენ. ამასობაში საბერძნეთში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, ძალაუფლება ხელში სამხედროებმა აიღეს და იუნკრები პოლონეთში გადავიდნენ. შოთა ნიკოლაძე ამ დროს 21 წლის იყო. პოლონეთში ბევრი იუნკერი დარჩა, რომლებიც პოლონეთის არმიაში შევიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი მათგანი კატინში წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა. იგი ვარშავიდან პარიზში გადავიდა, სადაც საქართველოდან წასული 20-25 წლის ახალგაზრდები მრავლად იყვნენ. 1928-1932 წლებში შოთა ნიკოლაძე პარიზში იუნკერთა კავშირის წევრი იყო. მან 1928 წელს პარიზში არჩილ ზურაბიშვილთან ერთად აღადგინა სპორტული საზოგადოება "შევარდენი". შოთა ნიკოლაძემ იქ მყოფი ქართველები გაიცნო და დაუახლოვდა მომავალ სიმამრს ვახტანგ ღამბაშიძეს (ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარე). შოთა ნიკოლაძის იუნკერი მეგობრები დიმიტრი ამილახვართან მივიდნენ და უცხოელთა ლეგიონში გააგრძელეს სამსახური, მან კი სამოქალაქო სამსახური დაიწყო და ცოლად შეირთო ვახტანგ ღამბაშიძის უფროსი ქალიშვილი - მედეა ღამბაშიძე. წყარო: ამბები. ge - საინფორმაციო პორტალი: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |