Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ კარბელაშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1966 წელს. აკადემიის დამთავრებისთანავე გამომცემლობა "განათლებაში" იწყებს მუშაობას; მოგვიანებით კი აქტიურად თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთანაც და ნაყოფიერად ემსახურება წიგნის გამოცემის საქმეს. მხატვარი გამორჩეული, მეტყველი გრაფიკული ენით შესრულებული სადიპლომო ნამუშევრით იმთავითვე იქცევს პედაგოგებისა და ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღებას. ფერადი ლინოგრავიურის ტექნიკით შესრულებული სულხან-საბას ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" ილუსტრაციები მაღალ მხატვრული და დახვეწილი ფერადოვნებითაა გამორჩეული. მოგვიანებით მხატვარი თავისი შემოქმედების ძირითად სფეროდ მაინც წიგნის გრაფიკას ირჩევს. გაფორმებული აქვს მრავალსახოვანი ლიტერატურა. 1960-1980წწ. აფორმებს სასკოლო სახელმძღვანელოებსაც. გარდა ლინოგრავიურისა, მხატვარი დაზგური ნამუშევრების შესრულებისას აქტიურად იყენებს სანგინას, პასტელს, გუაშს, ტემპერას. თავშეკავებული ჟღერადობითა და დახვეწილი ფერადოვნებით გამოსახავს სვანეთის, თიანეთის პეიზაჟებსა თუ თბილისის ხედებს. მონაწილეობს საქართველოში გამართულ ჯგუფურსა (1965, 1963, 1966, 1971, 1990, 1991) და პერსონალურ (1980) გამოფენებში. მისი შემოქმედების ძირითადი სფერო დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაციაა, თუმცა ქმნის ფერწერულ ტილოებსაც. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 202-203; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |