The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კარბელაშვილი

თამარ კარბელაშვილი
დაბადების თარიღი:1937  (88 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1966 წელს.

აკადემიის დამთავრებისთანავე გამომცემლობა "განათლებაში" იწყებს მუშაობას; მოგვიანებით კი აქტიურად თანამშრომლობს სხვა გამომცემლობებთანაც და ნაყოფიერად ემსახურება წიგნის გამოცემის საქმეს. მხატვარი გამორჩეული, მეტყველი გრაფიკული ენით შესრულებული სადიპლომო ნამუშევრით იმთავითვე იქცევს პედაგოგებისა და ხელოვნებით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღებას. ფერადი ლინოგრავიურის ტექნიკით შესრულებული სულხან-საბას ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" ილუსტრაციები მაღალ მხატვრული და დახვეწილი ფერადოვნებითაა გამორჩეული. მოგვიანებით მხატვარი თავისი შემოქმედების ძირითად სფეროდ მაინც წიგნის გრაფიკას ირჩევს. გაფორმებული აქვს მრავალსახოვანი ლიტერატურა. 1960-1980წწ. აფორმებს სასკოლო სახელმძღვანელოებსაც. გარდა ლინოგრავიურისა, მხატვარი დაზგური ნამუშევრების შესრულებისას აქტიურად იყენებს სანგინას, პასტელს, გუაშს, ტემპერას. თავშეკავებული ჟღერადობითა და დახვეწილი ფერადოვნებით გამოსახავს სვანეთის, თიანეთის პეიზაჟებსა თუ თბილისის ხედებს. მონაწილეობს საქართველოში გამართულ ჯგუფურსა (1965, 1963, 1966, 1971, 1990, 1991) და პერსონალურ (1980) გამოფენებში. მისი შემოქმედების ძირითადი სფერო დაზგური გრაფიკა, წიგნის გაფორმება და ილუსტრაციაა, თუმცა ქმნის ფერწერულ ტილოებსაც.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 202-203; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


გააზიარე: