Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი შუკვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ქ. თბილისის სტუდქალაქში ხელმძღვანელობდა სიმღერისა და ცეკვის ხალხური თვითშემოქმედების წრეს, 1952-1955წწ. სწავლობდა ქ. თბილისის თვითშემოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც მიიღო "ლოტბარის" წოდება. 1956 წელს გადავიდა ქ. სოხუმში და მუშაობა დაიწყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მომღერლად. ამავე დროს შეთავსებით მუშაობდა ქ. სოხუმის რაიონულ კულტურის სახლში მომღერალთა გუნდის და საესტრადო ჯგუფის ხელმძღვანელად. 1960-1963წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მსახიობ-მომღერლად; 1964-1965წწ. მუშაობდა ქ. გაგრაში კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად, ამავე დროს იგი პედაგაგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქ. გაგრის ზოგადსაგნმანათლებლო სკოლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში და თბილისის მეტროპოლიტენთან არსებულ ხალხური სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელად. იგი იყო მთელი რიგი სვანური მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი ("ნანულა, "შკედი" და ა.შ.). აგრეთვე სვანური ფოლკლორის შემგროვებელი. 1985 წელს მან დაარსა ხალხური სიმღერის ანსამბლი "რიჰო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. სვანური ფოლკლორის შეგროვების და პოპულარიზაციის ერთ-ერთი გამოჩენილი მუშაკი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.410 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |