The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი შუკვანი

ოფიციალური სახელი:მაცი შუკვანი
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1990  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქ. თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ქ. თბილისის სტუდქალაქში ხელმძღვანელობდა სიმღერისა და ცეკვის ხალხური თვითშემოქმედების წრეს, 1952-1955წწ. სწავლობდა ქ. თბილისის თვითშემოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც მიიღო "ლოტბარის" წოდება. 1956 წელს გადავიდა ქ. სოხუმში და მუშაობა დაიწყო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მომღერლად. ამავე დროს შეთავსებით მუშაობდა ქ. სოხუმის რაიონულ კულტურის სახლში მომღერალთა გუნდის და საესტრადო ჯგუფის ხელმძღვანელად. 1960-1963წწ. მუშაობდა ქ. თბილისში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში მსახიობ-მომღერლად; 1964-1965წწ. მუშაობდა ქ. გაგრაში კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელად, ამავე დროს იგი პედაგაგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქ. გაგრის ზოგადსაგნმანათლებლო სკოლებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში და თბილისის მეტროპოლიტენთან არსებულ ხალხური სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელად. იგი იყო მთელი რიგი სვანური მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი ("ნანულა, "შკედი" და ა.შ.). აგრეთვე სვანური ფოლკლორის შემგროვებელი. 1985 წელს მან დაარსა ხალხური სიმღერის ანსამბლი "რიჰო", რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად მოღვაწეობდა გარდაცვალებამდე. სვანური ფოლკლორის შეგროვების და პოპულარიზაციის ერთ-ერთი გამოჩენილი მუშაკი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.410

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
    ხელოვნების დარგში თვალსაჩინო დამსახურებისთვის
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული ლოტბარის წოდება
  • აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: