შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ ცხადაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; 1990-1991წწ. აკად. გოგი თოთიბაძის ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ასპირანტი. 1991-1993წწ. თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის კათედრის სასწავლო ოსტატი; 1993–1997წწ. თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის კათედრის პედაგოგი; 1997–2005წწ. თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის კათედრის უფროსი პედაგოგი; 2004-2005წწ. თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2006წწ. თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 - 2007წწ. თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის ხამსახურის უფროსი; 2008 წელს თსსა რექტორის თანაშემწე; 2012-2017წწ. საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის მოწვეული პროფესორი; 2006-2017წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ცხადაძე მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია; 90-იან წლებშივე იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და აქტიურად იფინება; მოგვიანებით მხატვრის მიერ შექმნილი ძლიერ ქალთა სურათხატები სერიიდან "ქართული მუქი" ხშირად მეამბოხე ფემინისტური სულის გამოძახილია და არაერთი კრიტიკოსის მიერაა აღიარებული შთამბეჭდავ გრაფიკულ ნაწარმოებებად; თ. ცხადაძის ნამუშევრები ინახება საქართველოსა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მხატვარი-ფერმწერი. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 190-193; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; drive.google.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |