შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1992 წელს. მისი ფერწერა, სახვითი თუ აბსტრაგირებული კომპოზიციები, პეიზაჟები თუ ნატურმორტები დახვეწილი ფერადოვნებით, ლაკონური ფორმებითა და მაჟორული განწყობით გამოირჩევა. "თემატურად და შესრულების მხრივაც ვცდილობდი და ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს ჩემი შემოქმედება. იგი ძირითადად ასახავს ჩემს ხედვას და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნის, მოვლენის, პიროვნების ან სიტუაციის მიმართ. ყოველთვის მინდოდა ეს ნამუშევრები ავტორისეული გამორჩეული ხედვის შედეგი ყოფილიყო. ამიტომაც ჩემი შემოქმედების პერიოდები განსხვავებულია ერთმანეთისგან...,"- ასე ახასიათებს კახაბერ ტატიშვილი თავის შემოქმედებას. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 184-185; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |