შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა პატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკურ უნივერსიტი 1986 წელს. 1992 წელს, თავისუფალი მსმენელის სტატუსით, ხელოვნების ისტორიის ლექციებს ესწრებოდა პარიზის სორბონის უნივერსიტეტში. მან 30 წელი იცხოვრა საფრანგეთში. მუშაობდა კლაველის თეატრთან, მილიმაჟის, დარგოსა და სხვა ცნობილ ანიმაციურ სტუდიებთან. 2018 წლიდან მოყოლებული კვლავ საქართველოშია და აქ აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: Blowing, Savickas gallery (ვილნიუსი, ლიტვა, 2018); Field of Harmony and Agitation (საქართველოს საკონსულო ნიუ- იორკში, აშშ, 2018); Home Sweet Home ("გამრეკელი"-ს გალერეა, თბილისი, საქართველო, 2018); Couleur Couleur, გალერეა "მარლიე" (ნიცა, საფრანგეთი, 2017); 2015 წელს - პორტრეტები, ანჟელინა პიზანუს საგამოფენო სივრცე (კანი, საფრანგეთი, 2015); "ენჯელ არტ გალერეა" (ანდორა ლაველა, ანდორა, 2015). ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლი, გელა პატიაშვილის შემოქმედების მთავარი თემაა. ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილ ნამუშევრებში, ადამიანები მან ძაღლებით ჩაანაცვლა. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 170-171; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; რადიო "თავისუფლება": radiotavisupleba.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |