შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ ჭინჭარაული![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს. 1967-1971წწ. მუშაობდა საკავშირო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინრად; 1971-1975წწ. - ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1975). 1975-1977წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოცენტი, საინსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელი; 1977-1997წწ. - თბილისის მერიის სტრუქტურა; 1997-1998წწ. - მუნიციპალური საწარმო "თელასის" გენერალური დირექტორი; 1998-1999წწ. - მუნიციპალიტეტის მთავარი მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში; 1999-2003წწ. - თბილისის მერიის ენერგეტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს მიწისქვეშა ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა და კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევა გარემომცველი არეს გათვალისწინებით. მისი მონაწილეობით განხორციელდა ენგურჰესის მიწისქვეშა სამანქანო დარბაზის ქვაბულის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის გამოკვლევა. აღნიშნული კვლევები დაედო საფუძვლად ენგურჰესის მიწისქვეშა სამანქანო დარბაზის გამაგრება-მოპირკეთების კონსტრუქციების ოპტიმიზაციას. მისი მონაწილეობით შესრულდა ტვიშის ჰესის გრავიტაციული კაშხლის ფუძის ფილტრაციული გაანგარიშებები. 1999 წლიდან - სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2006 წელს აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.417 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |