შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სხირტლაძე![]()
ბიოგრაფიაგიორგი სხირტლაძე 1900-იან წლებში თბილისის მეპურეთა უსტაბაში იყო ("ცნობის ფურცელი" 1904) და, შეძლებისდაგვარად ქველმოქმედებასაც ეწეოდა. კერძოდ, მას 1902 წელს ჩუღურეთის საკვირაო სკოლისათვის 10 მანეთი შეუწირავს ("ივერია" 1902), ხოლო 1903 წელს მსახიობ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის "სასარგებლოდ" 20 მანეთი გაუღია ("ივერია" 1903). ქველმოქმედი. წყარო: ნარკვევები, ლიტერატურული პორტრეტები, პუბლიკაციები / თამაზ ჯოლოგუა.-თბ.,2022.-გვ.379
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |