The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჭიჭინაძე

ალექსანდრე ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი 1977 წელს.

მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოში მბურღავის თანაშემწედ. გაიარა თითქმის ყველა საფეხური თავისი სპეციალობით: მბურღავი, ბურღვის ოსტატი, სამმართველოს უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი, "საქნავთობის აპარატის ტექნოლოგიური განყოფილების უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი. 1986 წლიდან - ქართლის საძიებო ღრმა ბურღვის, ხოლო მოგვიანებით საცდელ ექსპერიმენტალური ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1994 წლიდან - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანიაში (შემდგომში "კანარგო") ტექნიკური დირექტორი; 2015 წლიდან - გენერალური მდივნის მრჩეველი. არის მრავალი რაციონალიზაციისა და გამოგონების ავტორი. მისი მოღვაწეობის პერიოდში ჰქონდა ახლო ურთიერთობები სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტებთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მისი შრომითი მოღვაწეობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი, გაიბურღა მრავალი ღრმა საძიებო და საექსპლუატაციო ჭაბურღილი, ჩატარდა მრავალი ექსპერიმენტი და დაინერგა მრავალი ახალი გამოგონება და ტექნოლოგია.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.419


გააზიარე: