Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ჭუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს; 1953-1955წწ. სწავლობდა ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში "ჰიდროტექნიკური გვირაბების" სპეციალობით. 1956 წლიდან - თბილისის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამრომელი, ჯგუფური ინჟინერი, ლაბორატორიის, განყოფილების, სექტორის გამგე და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1969). 1974 წლიდან - ენგურჰესის მშენებლობაზე გვირაბების ლაბორატორიის გამგე ინსტიტუტის ნატურული დაკვირვებების განყოფილების შემადგენლობაში და დერივაციული გვირაბის მშენებლობაზე ხარისხის კონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა გამომგონებლობის საქმეში. თანაავტორებთან ერთად წარადგინა 82 განაცხადი, აქედან მიიღო 36 სსრკ საკავშირო მოწმობა და 5 საქართველოს პატენტი. ზოგიერთი მათგანი დაინერგა წარმოებაში ეკონომიკური ეფექტით. არის 127 გამოქვეყნებული და 107 სამეცნიერო-ტექნიკური ანგარიშის ავტორი. გააკეთა მოხსენებები 23 კონფერენციასა და სიმპოზიუმზე. იყო სამეცნიერო-ტექნიკურ ჟურნალ "ენერგიის" სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი. ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.423 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |