შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე სულაბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობს თბილისში; მხატვრების 90-იანელი თაობის წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იანი წლების დასასრულს გამოჩნდა. ჯერ კიდევ მის სადიპლომო ნამუშევარში გამოვლინდა ვიზუალური და ვერბალური ინფორმაციის სინთეზირების მცდელობა. კოტე სულაბერიძის ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს, თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით გამოისტუმრა, გადამოწმებისას კი ფერადოვანი მხედველობის დარღვევა დაუდასტურეს. დალტონიზმის თემაზე მხატვარმა ნამუშევრებიც შექმნა, სახელწოდებით "დალტონიკის თვალებით"; ნამუშევარი "დალტონიზმით დაავადებულის თვალთა ხედვით" (2012) გალერეა "ბაიას" დაკვეთით "Sotheby’s"-ის გამოფენისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ამავე დასახელების ინსტალაცია ავტორმა 1999 წელს შექმნა პროექტისთვის "ხიბლი". ეს ნამუშევარი მხატვრის მიერ ფერთა შესწავლის შემდგომი ეტაპია. დიპტიქის ორი ნაწილი ურთიერთუარყოფაა. მათში გადმოცემულია, თუ როგორ ხედავს სამყაროს დალტონიკი და ჩვეულებრივი ადამიანი. ნამუშევარი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხედვის ნორმატივებსა და სამყაროს ჩვენებურ აღქმას. კოტე სულაბერიძის ხელოვნება მრავალშრიანობით გამოირჩევა. მხატვრის ნამუშევრები გარკვეულ ვიზუალურ ისტორიებს ასახავს და წარმოადგენს ყოველდღიურობის ვიზუალურ ხატებს. მის ხელოვნებაში, დაცულია ხატოვანი აზროვნების ვიზუალური გამოსახულებებით თხრობის საუკეთესო ქართული ტრადიციები. 2010-2013წწ. ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 2013-2018წწ. თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორია. მონაწილეობა მიღებული აქვს გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 146-147; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; შპს "ანაბეჭდის" პროექტი AT.ge - ქართული ონლაინ ჟურნალი: at.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |