The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ჭყონია

ბიძინა ჭყონია
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1995 წელს.

1996-2004წწ. - "ფი-ეი კონსალტინგი" აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორი საქართველოს ენერგეტიკის სფეროში, პროექტის ხელმძღვანელის ასისტენტი, პროექტის ხელმძღვანელი; 2004 წელს სააგენტოს მიერ გაიგზავნა სწავლის გასაგრძელებლად აშშ-ში, ფლორიდას უნივერსიტეტში; 2006 წლიდან - საქართველოს საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორი, სადაც მოახდინა როგორც ორგანიზაციული, ისე ფუნქციონალური ცვლილებები; დიდი წვლილი შეიტანა 2006 წელს ახალი ორგანიზაციის შპს "ელექტროენერგეტიკის სისტემის კომერციული ოპერატორის" (ესკო) ჩამოყალიბებაში, 2006-2009წწ. - ამავე ორგანიზაციის გენერალური დირექტორი; 2009-2013წწ. - სს "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.425-426


გააზიარე: