Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ჭყონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით, სამრეწველო საწარმოთა, ქალაქების და სოფლის მეურნეობის ელექტრომომარაგება 1984 წელს. 1983-1984წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელეტრული მანქანების კათედრა - ლაბორანტი; 1984-1989წწ. - ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს სარელეო დაცვის და ავტომატიკის სამსახური, ინჟინერი; 1989 წლიდან - ამიერკავკასიის ენერგოსისტემების გაერთიანებული სადისპეტჩერო სამმართველოს ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის სექტორის უფროსი; 1992-1993წწ. - "საქენერგოში" სარელეო დაცვის და სასისტემო ავტომატიკის სამსახური, წამყვანი ინჟინერი; 1993-1994წწ. - "საქენერგო"-ში ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის და ენერგიის განაწილების დირექციის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის დისპეტჩერი; 1994-1998წწ. - უფროსი დისპეტჩერი; 1998-2000წწ. - "საქენერგოს" ენერგოსისტემის ოპერატიული მართვის და ენერგიის განაწილების დირექციის ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2000-2002წწ. - ამავე სამსახურის უფროსი; 2002-2005წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მთავარი დისპეტჩერის მოადგილე; 2005 წლიდან - საქართველოს ენერგოსისტემის მთავარი დისპეტჩერი. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დისპეტჩერული მართვის, საინფორმაციო-სახელმძღვანელო დოკუმენტაციის სრულყოფის, ოპერატიული დისციპლინის ამაღლების საკითხებს. ხელმძღვანელობს სადისპეტჩერო კადრების მომზადებას. აღებული აქვს სერთიფიკატები: 2004 წელს - აშშ-ში საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამით ენერგორესურსების მენეჯმენტში; 2006 წელს - ფინანსების კურსი მენეჯერებისათვის, სერმა - მენეჯმენტის სკოლაში; 2014 წელს - მართვის აკადემიაში, დროის მართვაში. 2006 წელს დააჯილდოეს სიგელებით ელექტროენერგეტიკაში ხანგრძლივი, ნაყოფიერი მუშობისა და დარგის სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.426-427 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |