შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ გიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1992 წელს. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1991 წელს, მან მოიგო სამხატვრო კონკურსი და მხატვარ მარკუს ლიუპერცისთან ერთად დაჯილდოვდა იტალიის ქალაქ ჯიბელინაში, ხმელთაშუა ზღვის პირველ ატელიეში, მუშაობის უფლებით. კონკურსი ორგანიზებული იყო აკილე ბონიტო ოლივას მიერ. ზურაბ გიკაშვილი თანამშრომლობდა "The Studio Francesco Messina Museum"- ის დამფუძნებელთან, მხატვარ კარლა აკარდისა და მოქანდაკე ფრანჩესკო მესინასთან. მუშაობდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტ ზურაბ წერეთლის სტუდიაშიც. მისი ნამუშევრები ინახება ჯიბელინას (იტალია) თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ასევე აღმოსავლური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი). 2000 წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა ლონდონის სამეფო აკადემიაში. გამოფენა ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. 2010 წელს ის საქართველოს (ქვეყანას) წარადგენდა პრაღის ბიენალეზე. მისი ნამუშევრები სხვადასხვა კოლექციის, მაგალითად - "Huma Kabakcı"-ის ნაწილია. 2013 წლიდან ხელოვანი მუშაობდა გერმანელ მოქანდაკე ანატოლ ჰერცფელდთან. 2015 წელს ჰაგენში, კარლ ერნსტ ოსტჰაუსის მუზეუმში, მოეწყო ზურაბ გიკაშვილის პერსონალური გამოფენა. 2017 წელს მან შექმნა საქსოფონის სკულპტურა "The Moers Jazz Festival" - სთვის. პერსონალური გამოფენები: ცენტრალური მხატვრის სახლი (მოსკოვი, რუსეთი, 1995); გალერეა "Clement" (ვევე, შვეიცარია, 2006), გალერეა "ჰობი" (თბილისი, საქართველო, 2010); 2015 – "Osthaus-Museum" (ჰაგენი, გერმანია, 2015), დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა (თბილისი, საქართველო, 2023); ჯგუფური გამოფენები: Mediterranean Atelier (ჯიბელინა, იტალია, 1991; ხელმძღვანელები: აკილე ბონიტო ოლივა, მარკუს ლუპერტს, ფრანჩესკო მესინა); თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა, საქართველო, 1991), "რომანტიზმიდან პოსტმოდერნამდე" (ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, საქართველო, 1992), ჯიბელინა (იტალია, 1992), თბილისელ და მოსკოველ მხატვართა გამოფენა (ცენტრალური მხატვრის სახლი, მოსკოვი, რუსეთი, 1992), "Art e Gastronomia" (ველეტრი, იტალია, 1998), "Art Salon" (მოსკოვი, რუსეთი, 1998); Gallery "Na Mali Vlasevsky" (მოსკოვი, რუსეთი, 1999), "Art-Manege" (მოსკოვი, რუსეთი, 2001); გალერეა "Amadeus gallery" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2002), გალერეა "Master" (მოსკოვი, რუსეთი, 2002); ARTEXPO (ნიუორკი, აშშ, 2003), "Clement" (ვევე, შვეიცარია, 2003), საშობაო გამოფენა, გალერეა "ვანდა" (ყოფილი "ჰობი", თბილისი, საქართველო, 2006), პრაღის ბიენალე (პრაღა, ჩეხეთი, 2007), 2012 – ქართველ მხატვართა გამოფენა, რეგენსბურგი, გერმანია; "Ars Medicina" (ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, თბილისი, საქართველო, 2013), das SEEWERK (მოერსი, გერმანია, 2013), "3+2" გალერეა "ვანდა" (თბილისი, საქართველო, 2014); das SEEWERK (მოერსი, გერმანია, 2016). წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 138-139; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; არტ გალერი "ვანდა": vandaart.gallery
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |