Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია თოიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კონჭკათი, მახარაძის რაიონის (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაწყებითი კლასების მასწავლებლის კვალიფიკაციით 1994 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა 2001 წელს, სადაც ჩააბარა საკანდიდატო ხარისხით გათვალისწინებული მინიმუმის გამოცდები; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2021 წელს და მიენიჭა სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადისერტაციო თემა - "პერსონალის მოტივაციისა და ორგანიზაციული ერთგულების შესწავლა განთავსების ობიექტებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე). 1995-2000წწ. იყო ბათუმის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის ფსიქოლოგიის მასწავლებელი; 2005-2006წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბავშვზე ზრუნვისა და ომბუდსმენის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2006-2007წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; 2007-2010წწ. ეკავა ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის დირექტორის თანამდებობა; 2010 წლიდან დღემდე არის ბათუმის პროფესიული კოლეჯი "ბლექსის" დირექტორის მოადგილე; 2021 წლიდან - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი; 2000 წლიდან არის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, 2022 წლიდან კი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის მონაწილე. წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |