The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ სიდამონ-ერისთავი

ვიქტორ სიდამონ-ერისთავი
Date of birth:19??
Category:Manufacturer

Biography

ვიქტორ სიდამონ-ერისთავის დიდი ბაბუა, სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი, აშშ-ში პირველი ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ხოლო ბაბუა, კონსტანტინე (კონი) ერისთავი კი ნიუ იორკის ვიცე-მერი იყო, მას ამერიკელი მეუღლე ჰყავდა. ვიქტორ სიდამონ-ერისთავმა 2006 წელს დაიწყო კალიფორნიაში ღვინის წარმოება. 2018 წლის 2 ივნისს, სან-ფრანცისკოში "Eristavi Winery"-ში გაიმართა ღონისძიება, რა დროსაც საქართველოს საელჩომ აშშ-ში და საქართველოს გენერალურმა საკონსულომ სან ფრანცისკოში ერთობლივად უმასპინძლეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას, რომელსაც კალიფორნიის შტატის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოს ამერიკელი მეგობრები დაესწრნენ. ვიქტორ სიდამონ-ერისთავის "Eristavi Winery"-ში უამრავი ღონისძიება ეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ენის პოპულარიზაციას: "ხალხს ვუხსნით ღვინის კულტურაზე, ვლაპარაკობთ საქართველოზე, ვუჩვენებთ ქართულ ფილმებს. ხშირად მოდიან სოციალური მედიის ორგანიზაციები, მათ ვესაუბრებით ქართული სუფრის წესებზე, თუ რატომ არის ის ასეთი განთქმული"- აღნიშნავდა ვიქტორ სიდამონ-ერისთავი.

წყარო: Mission Local - დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტი: missionlocal.orgeristaviwinery.com


Share: