The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ურუშაძე

ლევან ურუშაძე
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1990 წელს. 

აკადემიის დამთავრებისთანავე იწყებს საგამოფენო საქმიანობას საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მხატვარი 25 წლის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა, ჰქონდა გამოფენები შეერთებულ შტატებსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში: (ბერლინი, ციურიხი, ლისაბონი, მონაკო, ამსტერდამი, რომი, მოსკოვი); მისი გამოფენების არასრული ნუსხა ასეთია: ჯგუფური გამოფენა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (თბილისი, 1991), "Совинцентр"-ში ( მოსკოვი, რუსეთი, 1992), "სამი სუბიექტი" გალერეა "25 კადრში" (მოსკოვი, რუსეთი, 2009), სოლო გამოფენა გალერეა "Colorida"-ში (ლისაბონი, პორტუგალია, 2010), მე-13 საერთაშორისო არტბაზრობა "Art Zurich"-ზე (ციურიხი, შვეიცარია, 2011), "Zurich Art Fair" ( ციურიხი, შვეიცარია, 2012), "Art Monaco" (მონტე კარლო, მონაკოს სამეფო, 2012), "Отражение" მხატვრის სახლში (მოსკოვი, რუსეთი, 2013). 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა ლევან ურუშაზის ნამუშევრები.

წყარო:  ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 124-125; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.gesputnik-georgia.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის მხატვართა კავშირი, წევრი (2008-)
  • მხატვართა საერთაშორისო კავშირი, წევრი (1995-)

გააზიარე: