The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



უშანგი ხაგულაშვილი

უშანგი ხაგულაშვილი
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1936  (88 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაშლოვანი, თეთრი წყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ნავთობის ტექნიკუმი 1956 წელს; ქ. გროზნოს ნავთობის ინსტიტუტი, სპეციალობით "ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავება და ექსპლუატაცია". 

მუშაობდა ქ. გროზნოში ნავთობის მოპოვების ოპერატორად, ოსტატად, ჭაბურღილების კაპიტალური შეკეთების საამქროს უფროსად; 1975 წლიდან იყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ნავთობის მოპოვების სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1982 წლიდან ამავე სამმართველოს უფროსი; 1992-1996წწ. მრავალდარგოვანი მცირე საწარმოს "ლილოსერვისის" უფროსი; 1996 წლიდან "ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანიის" მოპოვების მენეჯერი; 2009 წლიდან შპს "ნინოწმინდის ნავთობკომპანიის" ტრანსპორტირებისა და ნავთობის მომზადების მენეჯერი; 1979-1996წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.428

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების მედალი
  • 1980 - ღირსების ორდენი

გააზიარე: