შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1986 წელს. 1985-1986წწ. იყო ფოთის სახელმწიფო თეატრის მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს სპექტაკლები: "კოლხეთის დაბლობი", "სამანიშვილის დედინაცვალი", "თეთრი ბაირაღები"; 1991-1993წწ. სატელევიზიო გადაცემების დამდგმელი მხატვარი იყო; 2007–2012წწ. კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, პროექტებისა და საგამოფენო დარბაზ "აკადემია HALL"-ის კურატორი; მიწვეული იყო ფესტივალებისა და დიზაინერული შოუების გასაფორმებლად (დამდგმელ მხატვრად), რომელთა შორისაა: "Kent Fashion Show" (1995 ), "Sisley - Benetton – Polo" (1995 ), "ART UNDERGROUND - ტერორიზმის წინააღმდეგ" (2005). მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონურობით, ექსპრესიულობითა და მონუმენტურობით. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 114-115
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |