Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ ხაჩატურიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1953 წელს. 1953-1954წწ. მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში; 1955-1957წწ. - სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მუშობდა ამავე ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1959 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1962); 1963-1965წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965 წლიდან - ენერგეტიკის ინსტიტუტის სათბობ-ენერგეტიკის ბალანსის სექტორის გამგე; 1986 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილებას. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის მთავარი მიმართულებებია, საქართველოს ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანის საერთო პრობლემები, საბაზრო ეკონომიკის პირობებისთვის ელექტროენერგიაზე ტარიფების ფორმირების მეთოდიკის შემუშავება, საქართველოს ენერგომომხმარებლის ოპტიმალური დაგეგმვა უახლოესი და შორეული პერსპექტივისათვის, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსების ოპტიმალური განვითარების მათემატიკური მოდელის დამუშავება. ავტორია 130 სამეცნიერო შრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1983). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.429-430 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |