The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა მიქელაძე

მამუკა მიქელაძე
დაბადების თარიღი:26 თებერვალი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი ფერწერის რესტავრაციის სპეციალობით 1983 წელს.

1975-1986წწ. იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მხატვარ-რესტავრატორი; 1985-1986წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმში"; 1986-1989წწ. იყო საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მონუმენტური მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი; 1997-2005წწ. აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და ხატვის პედაგოგი; 2014 წლიდან - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1998 წ. ავსტრიაში, ქ. ვენაში, "კულტურკონტაქტის" სტიპენდიანტი; 2001 წელს იტალიაში, ქ. გენუა, "ბოლიასკოს" ფონდის სტიპენდიანტი; 2000 წელს გერმანიაში ქ. ბრემენში გამოფენაზე "ექსპო-2000", ხელმძღვანელობდა გერმანელი მხატვრების აქციას - "მონუმენტური პანოს შექმნა"; 2000 წელს მხატვრულად გააფორმა "მეოცე საუკუნის ავსტრიელი მწერლების მოთხრობები"; 2009 წელს ავტორი ილუსტრაციებისა წიგნისთვის - "Georgian Monks on Mount Athos" (დიდი ბრიტანეთი, ლონდონი); 2013 წელს ავტორი ილუსტრაციებისა წიგნისთვის - "Reading the Gospels with the Early Church" (ჟენევა, შვეიცარია); 2013, 2014 წწ. მონაწილეობდა ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმებში (გაბელჰოფენი, ავსტრია). საქართველოში მოხატული აქვს ეკლესიები: სოფ. ბიწმენდის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია (1998), თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (2000), რაჭაში, სოფ. ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (2002), თბილისში, კინოსტუდიის ეზოში, წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესია (2003), სოფ. კაკაბეთის ღვთისშობლის ხარების სახელობის ეკლესია (2004), ბოდბის წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის ეკლესია (2005), ბოდბის დედათა მონასტრის სატრაპეზო (2005-2008), წწ. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დასავლეთ კარიბჭე (2009), ბოდბის დედათა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (2010), თამარ მეფის სახელობის ეკლესია (საფრანგეთი, პარიზი, 2011), სოფ. სალხინოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (2013), არქიტექტორ თემურ ბერიძესთან ერთად, არის ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავის პროექტის ავტორი. მონაწილეობდა გამოფენებში: Ullsteinhause ქართველი მხატვრების გამოფენა (დასავლეთ ბერლინი, გერმანია, 1989); Moscow Art Gallery (ტორონტო, კანადა, 1991); Kniga Printshop (მოსკოვი, რუსეთი, 1992); სოვინცენტრი, ქართველი და რუსი მხატვრების გამოფენა (1992); არქიტექტორთა სახლი (პერსონალური, მოსკოვი, 1993); 13 Artists Georgiens. Le musee d’art Haitien du College Saint Plerre - Isole di Brissago (შვეიცარია, 1995); Gallery Bernack (Worpswede) (ბრემენი, გერმანია, პერსონალური, 1997); ხელოვნების ეროვნული გალერეა, საშობაო ფესტივალი (თბილისი, 1998); გალერეა TMS (თბილისი, 1999); Austria Bank (ვენა, ავსტრია, პერსონალური, 1999); Maison des Professiones Libertes (მონპელიე, საფრანგეთი, 1999); Gallery Bernack (Worpswede) (ბრემენი, გერმანია, პერსონალური, 2000); გალერეა "უნივერსი" (თბილისი, პერსონალური, 2001, 2003); 2002წ. - თბილისის ისტორიის მუზეუმი - Through Art To Peace (თბილისი, 2002); Art et Actualite Gallery Voyage en Caucase (პარიზი, 2003); ქართული კულტურის ფესტივალი რუსეთის ფედერაციაში (მოსკოვი, 2003); Fondo del Sol (ვაშინგტონი, 2003); La Picola Galleria (ბოლცანო, იტალია, პერსონალური, 2003); The Winds of Caucasus (ბაქო, აზერბაიჯანი, 2003); შექსპირის დღეები საქართველოში (2004); CHA – 2005 "Habitat" Moscow International Art SaLon (მოსკოვი, 2005); Gallery 27 (ლონდონი, პერსონალური, 2005); გალერეა TMS (თბილისი, პერსონალური, 2006); WTO/OMC Centre William-Rappard (ჟენევა, შვეიცარია, პერსონალური, 2007); Galerie "la Cave" (ჟენევა, შვეიცარია, 2007); Gallery "Schloss Gabelhofen" (ავსტრია, პერსონალური, 2009); La Galerie Orel Art (პარიზი, საფრანგეთი, 2010); გალერეა "შარდენი" (თბილისი, პერსონალური, 2011); Gallery "Schloss Gabelhofen" (ავსტრია, 2012); Broadway Gallery (ნიუ იორკი, აშშ, 2013); e-control (ვენა, ავსტრია, 2013); 2 nd International Biennale of Art, Palermo Art Expo (იტალია, 2015); Palazzo Guiccardini Bongianni, Florence (იტალია, 2015); Evento Espositovo Adriatica La via Dell’arte, Museo Antichi, Maserata (იტალია, 2015); 6 th International Beijing Art Biennale (2016); 2017 Exhibition "China in the eyes of World Artists" (ჩინეთი, 2017).

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 112-113; drive.google.com


გააზიარე: