| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ხაჩიძე![]()
ბიოგრაფია1967-1968წწ. მუშაობდა რუსეთში ოსტატად; 1968-1978წწ. - "საქმთავარენერგოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, უბნის უფროსი; 1978-1981წწ. - ანგოლის სამხრეთის ქსელების მთავარი ინჟინერი; 1981-1983წწ. - "საქენერგოგაწყობის" მთავარი ინჟინრის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1983-1986წწ. - "საქმთავარენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1986-1993წწ. - "საქენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელების სამსახურის უფროსი; 1993-1998წწ. - "საქენერგოს" ექსპლუატაციის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი; 1998-1999წწ. - სკ "ელექტროგადაცემის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე; 1996-2011წწ. - სს "საქრუსენერგოს" მთავარი ინჟინერი და ფილიალის დირექტორი. ხელმძღვანელობდა 35-500 კვ ძაბვის ქვესადგურების გაშვება-გაწყობის სამუშოებს, შექმნა და დანერგა ავტოტრანსფორმატორებისა და ტრანსფორმატორების წრიული დიაგრამის ავტომატური ჩამწერი ხელსაწყო. დაამუშავა და განახორციელა პარალელურ რეჟიმში მომუშავე ტრანსფორმატორების დატვირთვის ქვეშ ძაბვის ავტომატური რეგულირების მოწყობილობის ბლოკირების სქემები. გერმანელ და ფრანგ სპეციალისტებთან ერთად ხელმძღვანელობდა ელეგაზური ამომრთველების დანერგვას. მისი მონაწილეობით საქართველოში პირველად ჩატარდა სამუშაოები ძაბვის ქვეშ 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებზე იზოლატორების სახაზო არმატურის შეცვლა, რეცხვა და სხვ. ხელმძღვანელობდა 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებზე - "მუხრანი", "კავკასიონი", "იმერეთი" სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს, ავარიულ-აღდგენით სამუშოებს "კავკასიონზე", ჩრდილო კავკასიაში. 2014 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი. არის რიგი რაციონალიზატორული წინადადებების ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია, კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.430
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

