Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შადური შუკვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1967 წელს; ასპირანტურა 1972 წელს. 1968 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1970 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კულტურის სამინისტროს მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; 1973 წელს მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში გადასვლასთან დაკავშირებით იგი დაინიშნა აკად. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფილიალის - სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1977 წლიდან მუშაობდა ფონდების მთავარი მცველის თანამდებობაზე; 1978 წელს იგი მუზეუმის სწავლულ მდივნად დანიშნეს; 1984 წლიდან ექვსი წელი სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვა-დაცვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა; 1973-1989წწ. საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა საქართველოს საისტორიო საზოგადოების მესტიის განყოფილების თავმჯდომარედ; 1976-1986წწ. კულტურის ძეგლთა დაცვის მესტიის ორგანიზაციის ინსპექტორი იყო; 1995 წელს მუშაობა დაიწყო გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში; 1999 წელს დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ცენტრის დირექტორად. არის ავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა დროს ჟურნალ-გაზეთებში.დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელით (1986). წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.414
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |