The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ჩართოლანი

გელა ჩართოლანი
Date of birth:13 November, 1957  (67 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს; ორდინატურა 1989 წელს.

1983 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის პირველი საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1984 წელს დაბრუნდა თავის მშობლიურ რაიონში და მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1985 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით მეანგინეკოლოგიის დარგში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადაყვანილი იქნა სამუშაოდ ქ. თბილისში ჩაჩავას სახელობის მეანგინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1989 წელს სამუშაოდ დაბრუნდა მესტიის რაიონში; 1996-2005წწ. მუშაობდა მესტიის რაიონული სამშობიარო სახლის მთავარ ექიმად, შემდეგ მესტიის რაიონული საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების გამგედ; ფლობს რამდენიმე სპეციალობას როგორიცაა: მეანგინეკოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია, გენიტალური ორგანოების ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა და ა.შ. დაჯილდოებულია საქართველოს მეანგინეკოლოგთა და პარინატოლოგთა ასოციაციის საპატიო სიგელით.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.416


Share: