The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ხახალეიშვილი

მიხეილ ხახალეიშვილი
დაბადების თარიღი:1937
გარდაცვ. თარიღი:1998  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს.

1960-1962წწ. მუშაობდა ქ. მურმანსკში; 1962 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ლითონ-კონსტრუქციების ქარხანაში მექანიკოსად, საამქროს უფროსად; 1972-1977წწ. - ტრესტის საწარმოო-ტექნიკური კომპლექტაციის განყოფილების უფროსად, N1 მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ. მონაწილეობდა კრასნოდარის მხარეში მრავალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით, განსაზღვრულ ვადებში შესრულდა ენგური-ცენტრალნაია-სტავროპოლის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები; 1982 წლიდან იყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1985 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქქვესადგურმშენის", N54 მექანიზებული კოლონის დირექტორის მოადგილე. მონაწილეობდა სამშენებლო პროექტების დამუშავებაში. იყო მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომლებიც ძირითადად შეტანილი იყო სამუშაო პროექტებში.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.431

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, წევრი

გააზიარე: