The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გიუნაშვილი

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

1975-1978 წლებში სწავლობდა ცხინვალის სამხატვრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე.

მისი პირველი გამოფენა თბილისში 1988-1991 წლებში გაიმართა; ქართველმა ფერმწერმა სამშობლოში პირველი პერსონალური გამოფენა 18 წლის შემდეგ გამართა; 1991-2008 წლებში იგი მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში. ევროპაში 18 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ნოდარ გიუნაშვილმა სამშობლოში პირველად გამართა გამოფენა და ქართული საზოგადოების წინაშე სერიით "მე და შენ" წარსდგა. გამოფენის შემდეგ, მხატვრის ნამუშევრები კვლავ საფრანგეთში, ქ. კოლმარში გაემგზავრა. მხატვარს  მონაწილეობა აქვს მიღებული რიგ კოლექტიურ გამოფენებში.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ - გამოცემა: news.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • იუნესკოს მხატვართა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

გააზიარე: