The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა გოგორიშვილი

ანა გოგორიშვილი
Date of birth:1957  (68 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის I სამხატვრო სასწავლებელი 1980 წელს; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-რესტავრატორის კვალიფიკაციით; 1980 წელს კი ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-სარეჟისორო ფაკულტეტზე, სწავლოდა გ. კანდელაკის ჯგუფში.

მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ (რუსეთი, იტალია, იაპონია, კანადა). 1991 წელს საბჭოთა კინოფონდის მიერ მოწყობილ გამოფენა - აუქციონზე, ლონდონში გაიყიდა მხატვრის ნამუშევარი "კატა და ყაყაჩოები". 2001 წლიდან დღემდე მუშაობს 4-10 წლის ბავშვებთან. ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში მოეწყო მისი ხუთი საანგარიშო გამოფენა. მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, აშშ-ს, გერმანიისა და ნორვეგიის კერძო კოლექციებში. იაპონიაში გამართულ გამოფენაზე მხატვრის ნამუშევარმა "ტყუპები", მთავარი პრიზი დაიმსახურა (1988).

წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი: for.ge


Share: