The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ხელაძე

ომარ ხელაძე
Date of birth:8 September, 1949  (75 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

მუშაობდა "საქმთავარენერგოში" დისპეტჩერად; 1973-1978წწ. - უფროსი, დისპეტჩერი; 1976-1978წწ. - "საქმთავარენერგოს" პროფკავშირის კომიტეტის მდივანი; 1975-1980წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1978-1980წწ. - "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღების საწარმოო-ტენიკური განყოფილების უფროსი; ენერგოინსპექციის უფროსი; 1980-1983წწ. - "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე; 1983-1985წწ. - მარნეულის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1985-1987წწ. - ხრამჰესების კასკადის დირექტორი; 1987-1988წწ. - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე ელექტროტექნიკურ ნაწილში; 1988-1992წწ. - ტრესტ "საქსოფელელექტრომშენის" მთავარი ინჟინერი; 1992-1995წწ. - "საქენერგოს" დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1997წწ. - ტრესტ "საქსოფელელქტრომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1997-1999წწ. - "საქენერგოს" ოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ელ. ენერგიის აღრიცხვისა და რეალიზიციის სამსახურის უფროსი; 1999-2001წწ. - საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ანგარიშსწორების დირექტორი; 2002-2004წწ. - სს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" რეალიზაციის, კონტროლისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსი; 2005-2008წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" აღმოსავლეთის ქსელების მენეჯერი, პროექტის მენეჯერი; 2008 წლიდან - შპს "ტელ ინდასტრი ჯორჯიაში" პროექტის მენეჯერი. გამოქვეყნებული აქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი ელ. ენერგიის ეკონომიის საკითხებზე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.433

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს ენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი

Share: