შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ხელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1978 წელს. 1978-1980წწ. - საპროექტო ინსტიტუტი "თბილჰიდროპროექტი", ჰიდროტექნიკური განყოფილება, ინჟინერი; 1981-2011წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაგებობათა ჰიდრავლიკის და ჰიდროდრეკადობის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ინსტიტუტის სწავლული მდივანი, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1999-2021 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტერტი, პროფესორი; 2021 წლიდან - ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი. პროფესიული გამოცდილება: ჰიდროტექნიკური ნაგებობების დაპროექტება, გაანგარიშება, მათემატიკური მოდელირება; ჰესების სადაწნეო სისტემებში მიმდინარე გარდამავალი ჰიდრავლიკური პროცესების გამოკვლევა, წყლის დინამიკური დატვირთვების გაანგარიშება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და კალაპოტური პროცესების ჰიდრავლიკა, ჰიდროენერგეტიკული გაანგარიშებები; ჰესების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და კონგრესებში. ენერგეტიკის ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა მიატლის, ირგანაის, ნამოხვანის ჰესების, ჟინვალისა და ახალციხის კომპლექსური ჰიდროკვანძებისათვის ჩატარებულ კვლევებში. კონსულტაციას უწევდა მთელი რიგი მცირე ჰესების დაპროექტებას. 2004 წელს მიწვეული იყო საქართველოს წყალსამეურნეო დანიშნულების კაშხლების უსაფრთხოების კომისიის წევრად. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ნამოხვანის ჰესების (ტვიში ჰესი, ნამოხვანი ჰესი, ჟონეთი ჰესი) კასკადის წყალმიმღები, წყალსაგდები და წყალგამტარი ტრაქტების ჰიდრავლიკური გაანგარიშება (2007); დადგინდა აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთი რეგიონის მდინარეების ტექნიკური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (2009); ხუდონჰესის წყალსაცავის დალამვის პროგნოზი ენგურჰესის წყალსაცავში ჩატარებული ინსტრუმენტული გაზომვების შედეგების გათვალისწინებით (2012); ბახვი-3 ჰესის სადაწნეო აუზის ავანკამერის, წყალსაგდები ტრაქტისა და წყალმიმღების ჰიდრავლიკური მახასიათებლების დაზუსტება (2014). ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1985), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2003). სადოქტორო დისერტაციის თემა - "წყალსაცავის გარემომცველი სამთო მასივის დეფორმაციების პროგნოზირების უნივერსალური მეთოდიკა", დაიცვა 1998 წელს. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.434; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |